რეფლექსია
პროექტის სახელწოდება: ,,ნუ დატოვებ მიღმა! ‘’
რეფლექსია
პროექტი - „ ნუ დატოვებ
მიღმა! “სხვიტორის საჯ არო სკოლაში განხორციელდა 2019 წლის 22.10 დან -29/10 ჩათვლით. მასში ჩაერთო სკოლიის საბაზო და საშუალო
საფეხურის 10 მოსწავლე,მშობლები,პედაგოგები.
პროექტი მნიშვნელოვანია
,რადგანაც მოსწავლეები, რომლებიც არინა განსხვავებული შესაძლებლობებით მქონე მოსწავლეები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებეის შელახვას.
ინკლუზიური განათლება გამორიცხავს ბავშვების ნებისმიერ ფორმის დისკრიმინაციას. გამოცდილება
გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი გავრცელებული საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, ბავშვების
გარკვეული ნაწილიგარიყულია საზოგადოებისგან და
რჩება სასწავლო პროცესის მიღმა, ვინაიდან სისტემა არ არის მზად საჭიროების შემთხვევაში
ინდივიდუალურად მიუდგეს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
პროექტი მნიშვნელოვანია
,რადგანაც რეალურ ცხოვრებაში
მათ გაიაზრონ და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროექტი ჩვენს
მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას
და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო უნარებს. შედეგად ბავშვები და თემის ახალგაზრდები შეძლებენ წარმოაჩინონ და ფორმულირება
გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, დამოუკიდებულებას და აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
პროექტი სრულიად შეესაბამებოდა
საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
პირველ ეტაპზე შევქმენი თემატური სამუშაო ჯგუფი. შევისწავლეთ პრობლემები.
მოსწავლეებმა ითამაშეს
როლებში,მოირგეს უსინათლოს ,ყრუ-მუნჯის და ეტლითმოსარგებლე ადამიანის როლი,ხოლო შემდეგ გამოთქვავდნენ საკუთარ აზრს და
მსჯელობდნენ რა გრძნობა გაუჩნდათ შექმნილი სიტუაციის დროს. შემდგომ ,მოეწყო ფილმის
ჩვენება -განხილვა.შეხვედრა მოხდა სკოლის ექიმთან (საუბარი დაუნის და აუტიზმის სინდრომის
შესაებ). მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა კონფერენცია ,, გამიგე,მიმიღე,შემიყვარე’’.
შემდეგ მოხდა მოსწავლეებთან გასაუბრება სპეც.პედაგოგებთან
აღნიშნულ საკითხებზე. ცნობიერების გაზრდის
მიზნით პრეზენტაცი მოეწყო მშობლებთან და თემის ახალგაზრდებთან ინკლუზიური განათლების მიდგომების შესახებ. გამოიფინა
მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატები. მოსწავლეების მიერ მომზადა ბუკლეტები და გავრცელება თემში.
პროექტი მიმდინარეობდა
გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და
საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების
გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების
მიხედვით და საუკეთესო მონაწილეებს გადავეცით მადლობის სიგელები. პროექტი ყველაზე წარმატებული იყო კონფერენციის
დროს,როდესაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. აგრეთვე ფილმ როლური თამაშის
და წამოჭრილ დისკუსიის დროს. პროექტის განხორციელების
პერიოდში გამოვლინდა მცირე ხარვეზები ,რადგანაც პროცესი იყო
მცირედ ქაოსური. სამომავლოთ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ
მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.
Comments
Post a Comment